14 სექტემბერს, სერია A-ს მე-3 ტურში "რომამ" საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა "სასუოლო" და სადებიუტო გოლი ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანა. ნამატჩევს შეგირდები მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ აქო.
"დღეს რაღაც-რაღაცები შევცვალე. პელეგრინი წინ წავწიე, ვერეტუსთან და მხითარიანთან ერთად ბურთის კონტროლის უფრო დიდი შესაძლებლობა გაგვიჩნდა.
კარგად ვითამაშეთ. პრესინგი გამოგვივიდა. ჯეკოს სეზონის დასაწყისში ბევრი ველაპარაკე. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მოტივირებულია. ერთი გოლი გაიტანა და მეტის გატანაც შეეძლო", - ციტირებს ფონსეკას "კორიერე დელო სპორტი".
"რომა" 5 ქულით მერვე ადგილზეა და 22 სექტემბერს სტუმრად "ბოლონიას" შეხვდება.