"ინტერმა" მეხუთე მატჩიც მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
25 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში "ინტერმა" 1:0 დაამარცხა "ლაციო".

24-ე წუთზე ბირაგის პასით გოლი დ'ამბროზიომ გაიტანა. ცოტა ხანში რომაელ კორეას საპასუხო გოლის გატანა ჰანდანოვიჩმა არ დაანება. შემდეგ მასპინძლებს ჰქონდათ მომენტი, მაგრამ ლუკაკუმ ოდნავ ააცილა მიზანს. ამას სტუმართა შეტევები და სამი განიავებული მომენტი მოჰყვა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. "ნერაძურიმ" მეხუთე შეხვედრაშიც იმარჯვა და ლიდერობა დაიბრუნა - მეორე პოზიციაზე მყოფი "იუვენტუსი" 2 ქულით ჩამორჩება.


28 სექტემბერს კონტეს გუნდი გენუაში "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

ამავე დღეს "ნაპოლი"
საკუთარ მოედანზე "კალიარისთან" 0:1 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული