36 წლის თავდამსხმელმა ფაბიო კვალიარელამ "სამპდორიასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
კვალიარელა გენუური გუნდის ღირსებას 2016 წლიდან იცავს, გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიმდინარე სეზონში კი 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"სამპდორიამ" ხელშეკრულების გაგრძელების შემდეგ ფაბიოს ხელფასიც მოუმატა.