მილანის "ინტერი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ჯენოას" თავდამსხმელ გორან პანდევის გადმობირებით არის დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
36 წლის ფორვარდი "ნერაძურის" შემადგენლობაში უკვე გამოდიოდა, ახლა კი საჩემპიონო ბრძოლაში მყოფ გუნდს მისი დამატება ისევ სურს.
მიუხედავად ასაკისა, პანდევი "ჯენოას" წამყვანი ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში 5 გოლის გატანა უკვე მოასწრო. "ინტერში" კი ჩრდილომაკედონიელი ორჯერ იმყოფებოდა. თავიდან - 2001 წელს, თუმცა მუდმივად სხვა კლუბებში იყო განათხოვრებული; 2010 წელს კი ერთი სეზონი ჩაატარა მილანურ გრანდში.
მომზადებულია gianlucadimarzio.com-ის მიხედვით