"ინტერმა" ლუკაკუს დუბლით იმარჯვა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
2 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში, "ინტერმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა "უდინეზე".

რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და 16 გოლით ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა. მან ბოლო 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა - 4 დუბლით.

"ნერაძურიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - აქამდე სამივე შეხვედრა ანგარიშით 1:1 დაასრულა "ატალანტასთან", "ლეჩესთან" და კალიარისთან".

"ინტერი" 51 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "იუვენტუსს" 3 ქულით ჩამორჩება და 9 თებერვალს გასვლაზე "ბრეშიას" დაუპირისპირდება.

უდინე. "ფრიული". 23 215 მაყურებელი
უდინეზე - ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 0:2 ლუკაკუ (71, პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული