კორონავირუსის გამო იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერდა

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება და მათ შორის, სერია A-ს გათამაშება შეჩერდა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გვაუწყა:

"მეტი დრო აღარ გვაქვს. ციფრები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მატებაზე მეტყველებს. იტალიის კეთილდღეობისთვის რაღაც მსხვერპლი უნდა გავიღოთ. აი, რატომ ვიღებთ უფრო მკაცრ ზომებს.

სერია A და ყველა სპორტული შეჯიბრება შეჩერდება. გულშემატკივრებმა ეს უნდა მიიღონ".

ჯერ უცნობია, ეს როგორ იმოქმედებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, კერძოდ, ევროტურნირების მატჩებზე.

იტალიაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირების 7 985 შემთხვევა. გარდაიცვალა 463 ადამიანი.

altკორონავირუსის გამო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე

პრესტიჟული ტურნირი გაუქმდა - 8 მარტის დაიჯესტი

altლებრონ ჯეიმსი: თუ კორონავირუსის გამო ხალხი არ მოვა მატჩზე, მე არ ვითამაშებ!

altვასილ კიკნაძე: კორონავირუსი შეიძლება მარკეტინგული შემადგენელია - სიომინის შეცვლის ვარიანტი განიხილება

alt"აიაქსის" მწვრთნელის ასისტენტს დაბადების დღეზე კორონავირუსი გადაედო?

altკორონავირუსის გამო იტალიელებს ევრო 2020-ის გადატანა უნდათ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული