"მილანიდან" განათხოვრებულმა ესპანელმა ნახევარმცველმა სუსომ "სევილიაში" დარჩენის სურვილი დაადასტურა.
"ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" ერთად თამაშს და ამ გუნდთან რომელიმე ტურნირის მოგებას ვიმედოვნებ. აქ დარჩენა შემიძლია და იმედია, ასეც მოხდება.
"მილანში" ჩემს დროს სამი პრეზიდენტი იყო, სხვადასხვა მწვრთნელები და ათეულობით თანაგუნდელი. შეუძლებელია რაიმე სერიოზულის შექმნა, როდესაც ყოველ წელს ყველაფერი იცვლება", - განუცხადა სუსომ AS-ს.
ადრე სუსომ თქვა, რომ "როსონერი" სამუდამოდ დარჩება მის გულში.