ამ ტრანსფერის განხორციელება იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ ტურინელები "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ფრანგი ნახევარმცვლი პოლ პოგბას დაბრუნებას ვერ მოახერხებენ.
აღსანიშნავია, რომ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა 25 წლის სერბის ტრანსფერში თავიანთი ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვას აპირებს, ხოლო "ლაციოს" ბოსები სატრანსფერო თანხის სრულად გადახდას მოითხოვენ.
რომაელები მილინკოვიჩ-სავიჩს 100 მილიონ ევროდ აფასებენ და ფასდაკლების გაკეთებას არ აპირებენ. ნახევარმცველმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა. ერთ დროს კი, მილინკოვიჩ სავიჩი ბელგიურ "გენკში" თორნიკე
ოქრიაშვილის თანაგუნდელი იყო...
ტოპ 5-ის ლიგებში ფეხბურთელების ფასები 28%-ით შემცირდება - პოგბა 35 მილიონი ეღირება