"ინტერმა" "ბარსელონას" ლაუტარო-გრიზმანის გაცვლა შესთავაზა [PHOTO]

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" და მილანის "ინტერმა" შესაძლოა, თავიანთი ფორვარდების, ანტუან გრიზმანისა და ლაუტარო მარტინესის გაცვლა შეათანხმონ.

ამ ინფორმაციას პოპულარული გამომცემლობა La Gazzetta dello Sport-ის 14 აპრილის გაზეთი ავრცელებს.

გაცვლის შესაძლო ვარიანტი "ინტერმა" მას შემდეგ მოიფიქრა, რაც "ბარსელონამ" ლაუტაროს ტრანსფერზე მიმართა. მილანელები მზად არიან ლაუტარო 111 მილიონ ევროდ გაყიდონ, ხოლო "ბარსამ" გრიზმანი 120 მილიონ ევროდ შეიძინა. გამომდინარე აქედან, მათი ფასი პრაქტიკულად იდენტურია. გათანაბრება გრიზმანის ასაკსა და ბოლო პერიოდში წარუმატებელი მატჩების საფუძველზე ხდება.

Goal.com-ი კი თავისი წყაროების ხარჯზე იტყობინება, რომ ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი
გრიზმანის ხელფასი, 17 მილიონი ევროა, რომლის გადახდა "ინტერს" არ აწყობს.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული