რონალდო იტალიაში დაბრუნებაზე ფეხს ითრევს - ჩემპიონატის განახლება 27 მაისსაა დაგეგმილი

AutoSharing Option
"რეკორდის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო დღეს იტალიაში დაბრუნდება, ამავე გამოცემამ უარყო.

კრიშტიანომ კიდევ რამდენიმე დღით მადეირაზე დარჩენა გადაწყვიტა.

რონალდო ტურინიდან სამშობლოში დედის ავადმყოფობის გამო 3 მარტს გაფრინდა და მას შემდეგ იქ იმყოფება.

იტალიაში ჩასვლის შემდეგ რონალდოს ორი კვირა კარანტინში ყოფნა მოუწევს, სერია A კი, სავარაუდოდ, 27 მაისს განახლდება. ასე რომ, მას გუნდთან ერთად მოსამზადებლად ცოტა დრო დარჩება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დაბრუნდება ალბათ, ან არ დაბრუნდება, როგორია ახლა იტალიაში დაბრუნება წარმოიდგინე,თან ფეხბურთის თამაში!!
დავითი
13:18 28-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული