"იუვენტუსი" პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარით დაინტერესდა, - ირწმუნება "მუნდო დეპორტივო".
გამოცემის მტკიცებით, "იუვეს" ნეიმარისა და რონალდოს შემტევი დუეტი უნდა, შექმნას. ნეის შესაძენად ტურინული კლუბი მზადაა ფორვარდი პაულო დიბალა გაყიდოს.
პრობლემა შეიძლება ბრაზილიელის ხელფასი გახდეს. ის წელიწადში 36 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "იუვენტუსს" კი ამხელა ანაზღაურების მიცემა არ შეუძლია. ამიტომ, თუ გუნდი გამოიცვალა, ხელფასის შემცირებაზე დათანხმება მოუწევს.
ვადამდე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატში 28 წლის ნეიმარმა 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გა
დაცემა გააკეთა. 26 წლის დიბალას ანგარიშზე კი 24 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.