რონალდომ, როგორც იქნა, გაიტანა, პენალტით - "იუვენტუსმა" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
განახლებული სერია A-ს 27-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 2:0 დაამარცხა "ბოლონია".

სარის გუნდს რაიმე განსაკუთრებული თამაში არ უჩვენებია, მაგრამ უპრობლემოდ გაიმარჯვა.

ანგარიში რაბიოს მოპოვებული პენალტით რონალდომ გახსნა, ხოლო მეორე გოლი დიბალამ შორიდან ლამაზი დარტყმით გაიტანა.

"იუვენტუსი" 66 ქულით ლიდერია და მეორეადგილოან "ლაციოს" 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 24 ივნისს ბერგამოში ადგილობრივ "ატალანტასთან" რთული გასვლა აქვს.

26 ივნისს "იუვენტუსი" "ლეჩეს" უმასპინძლებს.

ბოლონია - იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (23, პენ), 0:2 დიბალა (36)
გაძევება: დე შილიო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 5 /
Პენალდოოოოოოოოო!!!
ლომი
23 ივნისი 2020 14:52
3
ის კრისტინკაა და შენ კაცი? ქალი თუ გინახია.
ხახა
23 ივნისი 2020 14:12
1
რონალდუ კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სიტყვას.უბრალოდ ფორმაში არ არის სამი თვე სახლში იჯდა.ან სხვა რომელია ფორმაში.
თემო
23 ივნისი 2020 11:00
7
кристинка
XXX
23 ივნისი 2020 10:30
7
ნათქვამია, სპორტიდან ლამაზად წასვლა უნდა შეგეძლოსო. ეხლა რომ დარმთავრებინა კარიერა, ნორმალურ ფორმაშია და ხალხს კარიერის პიკზე დაამახსოვრდებოდა. შემდეგ ორ წელიწადს ბევრს ვეღარაფერს იზავს, მაშინაც კი თუ მთელი გუნდი მასზე ითამაშებს. ბუნებას ვერაფერს უზავ, 35 წელი თავდამსხმელისთვის ასაკია. მცველს ან მეკარეს არ შეემჩნეოდა ასაკი, ამის სათამაშო სტილს შეემჩნევა.

ფულის საჭიროებაც არ გაქვს, წადი ლამაზად და დაისვენე რა. 2 წელიწადში მესიც მოგყვება

პ.ს. საინტერესოა რამდენ დისლაიქს დააროვებს ეს კომენტარი :)
წასვლის დროა
23 ივნისი 2020 08:36
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული