სერია B-ს მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "ვირტუს ენტელა" და "კრემონეზე" ხვდებოდნენ, სტუმართა ნახევარმცველმა მიკელე კასტანიეტიმ საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა.
"ვირტუსის" მეკარე ბორამ ბურთი წინ მოიგერია, კასტანიეტიმ კი საკუთარი ნახევრიდან უძლიერესი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია.
შეხვედრა "კრემონეზემ" 2:0 მოიგო.