დონარუმა მეტ ფულს ითხოვს, "მილანმა" შემცვლელი იპოვა

AutoSharing Option
ჯანლუიჯი დონარუმა და "მილანი" ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერა და ვერ ახერხებენ. მეკარეს "როსონერის" შეთავაზება არ აკმაყოფილებს, კლუბი კი პარალელურად ახალ კიპერს ეძებს.

დონარუმას ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს უმთავრდება. მთავარი პრეტენდენტი "იუვენტუსი" 22 წლის ფეხბურთელს ხელფასის სახით 10 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს სთავაზობს, როცა მშობლიური "მილანი" მზადაა წლიურად 8 მილიონი გადაუხადოს.

დონარუმას აგენტ მინო რაიოლას არცერთი შეთავაზება არ მოსწონს - ის თავისი კლიენტისთვის წლიურად 12-მილიონიან გასამრჯელოს ითხოვს. რაიოლა უკვე ეწვია ტურინს და "იუვეს" სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მეკარის საკითხზე ისაუბრა.
თუ ჯანლუიჯი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ის თავისუფალი აგენტი გახდება და მისი ხელში ჩაგდება გაცილებით ადვილი იქნება.

დონარუმამ უარით უკვე რამდენიმე ინგლისური კლუბი გაისტუმრა, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი". მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალგაზრდა მეკარეს კარიერის "მილანში" გაგრძელება სურს, მაგრამ "როსონერის" ხელმძღვანელობას მეკარის შესანარჩუნებლად იგივე ვნება არ გააჩნია და მისი შემცვლელიც მოძებნა: "ლილის" კარის დარაჯი მაიკ მენიანი. SPORT1 წერს, რომ "მილანმა" ტრანსფერი უკვე შეათანხმა, საფრანგეთის ნაკრების მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის და მას გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მილანელთა სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასანა უარყოფს და დაჟინებით ამბობს, რომ კლუბი მოლაპარაკებებს დონარუმასთან აგრძელებს.

Gazzetta dello Sport-მა დონარუმას სხვა სავარაუდო შემცვლელებიც დაასახელა: ხუან მუსო "უდინეზედან" და "ატალანტას" მეკარე პიერლუიჯი გოლინი. მენიანით კი არა მხოლოდ "მილანი", არამედ დორტმუნდის "ბორუსიაც" ინტერესდება. მოკლედ, "შავ-წითლებმა" მალე უნდა გადაჭრას მეკარის საკითხი, თორე ბოლოს 35 წლის ტატარუშანუს იმედად დარჩენა მოუწევთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ არის დონა რუმა იმ დონის მეკარე,რა ხელფასსაც მოითხოვს.სჯობია გაუშვან.მუდმივად ხვეწნა,არავისთან არ ღირს.
სოსო
20:35 27-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული