ალეგრი ნებისმიერ შემთხვევაში დაბრუნდება "იუვენტუსში"

AutoSharing Option
Sport Mediaset-ის ცნობით, ანდრეა პირლოს "იუვენტუსის" მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვლის.

გამოცემის მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელობამ პირლოს სამუშაოდან დათხოვნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და იმ შემთხვევაშიც კი არ დატოვებს, თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.

თუ სერია A-ს 34-ე ტურში "იუვე" "უდინეზესთან" დამარცხდება, პირლოს სეზონის დასრულებასაც კი არ აცლიან და მას დროებით მისი თანაშემწე იგორ ტუდორი შეცვლის.

"იუვენტუსს" ზაფხულში ალეგრი ჩაიბარებს, რომელიც გუნდიდან ორი წლის წინ წავიდა და მას შემდეგ უმუშევარია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი სუსტი იუვე კაი ხანია არ მინახავს. ალეგრი ჭკვიანი მწვთნელია და ფლანგებს კარგად იყენებს. ანუ ხვიჩა თუ იუვეში მოხვდება ალეგრი დიდი ალბათობით ძირითადის ფეხბურთელად აქცევს. კიდევ ერთი ფაქორი. ალეგრის ავტორიტეტი ფეხბურთელები არ უყვარს, ყველა მას უნდა ემორჩილებოდეს და ხვიჩაც დისწიპლინის მოყვარული ბიჭია...
კარგია
01:18 29-04-2021
0

სიახლეები პოპულარული