"ბარსელონა" "ნაპოლის" მცველის შეძენას აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ცენტრალური მცველის პოზიციაზე პრიორიტეტზე ჩამოყალიბდა.

"ბარსას" მწვრთნელ ხავის უნდა, გუნდი "ნაპოლის" მცველ კალიდუ კულიბალით გააძლიეროს. ის თვლის, რომ 30 წლის კულიბალი სწრაფია, ფიზიკურად ძლიერია, დასწრებასა და მეორე სართულზე თამაში ეხერხება და სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება.

As-ის ცნობით, კატალონიური კლუბი კულიბალის აგენტს დაუკავშირდა, მაგრამ "ნაპოლისთან" მოლაპარაკების დაწყებას არ ჩქარობს. ნეაპოლური კლუბი მის 40 მილიონ ევროზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს.

კულიბალიმ ამ სეზონში სერია A-ს 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასაკით, "პატარა ბიჭი" ყოფილა კულიბალი. ყოჩაღ ბარსა,"ახალგაზრდები" მოყავთ და მოყავთ.
ვაი თქვენს პატრონებს?
11:47 06-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული