"კალიარიდან" "ვერონაში" იჯარით გადასულმა დიეგო სიმეონეს შვილმა, 26 წლის ჯოვანიმ შეიძლება კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, სერია A-დან გავარდნილ სარდინიულ კლუბს სიმეონეს 15 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდა.
გასულ სეზონში არგენტინელმა სერია A-ს 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.