გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი "როსონერის" წარმომადგენლებს შეუთანხმდა. ის "სან სიროზე" გადაბარგდება და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
ახლა მხოლოდ ისღაა დარჩენილი, რომ "მილანმა" და "ლილმა" სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკონ, თუმცა იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ შეთანხმება თითქმის შემდგარია და ბოტმანიც "როსონერის" ფორმას მოირგებს.