
31 წლის სენეგალელი მცველი კალიდუ კულიბალი მალე "ჩელსიში" ჩაირიცხება.
ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ კულიბალიმ "ჩელსისთან" უკვე გააფორმა კონტრაქტი.
"ნაპოლი" ტრანსფერში 38+2 მილიონ ევროს მიიღებს, თავად ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 10 მილიონი იქნება.
მან გასულ სეზონში სერია A-ს 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.