გადაწყდა - "ნაპოლი" სიმეონეს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით ინათხოვრებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" "ვერონას" 27 წლის არგენტინელ თავდამსხმელ ჯოვანი სიმეონეს იჯარით აიყვანს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

ერთსეზონიან იჯარაში ნეაპოლური კლუბი 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის და მომავალ ზაფხულს კონტრაქტის 12 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.

გასულ სეზონში მან სერია A-ს 35 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
წინასწარ ბოდიში თუ ამ ფაქტის შეფასებისას შეხედულება ვინმესგან განსხვავებული მაქვს. მოკლედ ნაპოლი სტრეტეგიულად ირჩევს სწრაფ შეტევას (ფავორიტებთან კონტრშეტევას) და სტრუქტურულადაც აყალიბებს გუნდს სწრაფ შეტევაზე ორირიენტირებულს. ახალი თავდამსხმელის აყვანა არ ნიშნავს რომ ვინმეს ტრაკში სკამის ხიჭვი შეერჭობა. თავისუფლად არის შესაძლებელი ყველას თანაბარი დრო დაეთმოს სეზონში. ხვიჩასთან სიმიონეს კონკურენტად განხილვის პოზიციურად რაიმე საბაბი არ არსებობს და იმის გახსენებაც თუ მანამდე სად თამაშობდა და რა დონეზე უადგილოდ მიმაჩნია. მთავარია ხვიჩა ახალ გუნდშია, ახალ სიმაღლეზე და მისი წარმატება მომავალში ეროვნულ საქმესაც გააკეთებს. წარმატებები ხვიჩას და იმ ჩვენ ბიჭებს რომლებიც სხვა თვალით გვაყურებინებენ ამ სეზონში ფეხბურთს და მადლობა მათ ამისთვის.
გიგი
20:05 10-08-2022
0
მოუწევს ალბათ ვიღაცეებს სკამის ხეხვა თუ ღრუბლებიდან არ დაეშვა და რეალურად,თავისი შესაძლებლობის ზღვარზე არ ათამაშდა. სხვანაირად ძნელი იქნება კონკურენცია ფეხბურთელთან,რომელიც სერია ა-ში გაიზარდა და მისი ყველა ხილული თუ უხილავი ნიუანსი იცის, თანაც მშვენიერი გასული სეზონი ჰქონდა, 17 გოლი სეზონში სერია ა-ში- სადღაც რუსეთის ჭ კლასის გუნდებთან გატანილი 1.5 გოლი არ არის.
შულაია
09:50 10-08-2022
57

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული