ვეტერანი ფრანგი ტრავმებმა დაღალა და მიაჩნია, რომ ახლა ბუცები ლურსმანზე უნდა ჩამოჰკიდოს.
მას იტალიურ გუნდთან შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ტრავმების გამო ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რიბერიმ გულშემატკივარს თავი განსაკუთრებით "ბაიერნში" ბრწყინვალე თამაშით დაამახსოვრა. მას "მარსელის", "ფიორენტინასა" და სხვა არაერთი გუნდის ღირსებაც დაუცავს...