"ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე "ემპოლი" მხოლოდ მეორე ტაიმში გატეხა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-14 ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „ემპოლის“ 2:0 მოუგო.

ტრავმირებული კვარაცხელიას პოზიციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა სპალეტიმ ელმასის ნაცვლად რასპადორი დააყენა. ნეაპოლელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ერთფეროვნად, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე უტევდნენ, მხოლოდ ორი მომენტი შექმნეს, რომლებიც რასპადორიმ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მასპინძლებს მეტოქის კარზე იერიში იერიშზე მიჰქონდათ. ოსიმენმა თავურით ვერ უწია მიზანს, სტუმრები კი თავს უნარიანად იცავდნენ და მორცხვი კონტრიერიშებით პასუხობდნენ. 69-ე წუთზე მცველთან საჯარიმოში ბურთზე ბრძოლაში ოსიმენი მოედანზე დაეცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა და ნეაპოლელები შეცვლაზე შესულმა ლოსანომ დააწინაურა.
შემდეგ „ემპოლის“ მცველი ლუპერტო გააძევეს, 88-ე წუთზე ასევე შეცვლაზე შესულმა ზილენსკიმ გაიტანა და "ნაპოლიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონატზე ზედიზედ 10 მატჩი საერთო ანგარიშით 24:7 მოიგო, 38 ქულით ლიდერია და 12 ნოემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 ლოსანო (69), 2:0 ზილენსკი (88)
გაძევება: ლუპერტო (74)

altიტალიელმა ექიმმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა და პროგნოზი გააკეთა

alt"სპალეტი ვარსკვლავებს ვერ იტანს და კვარაცხელიაზე მისი გამონათქვამები უადგილოა" - ნეაპოლელი პროფესორი

altროდის შედგება "ნაპოლისა" და "აინტრახტის" მატჩი - ჩემპიონთა ლიგის კალენდარი ცნობილია

altხვიჩას რასპადორი შეცვლის და არა ელმასი - გერმანიაში კვარაცხელიაზე უკვე ფიქრობენ

alt"ხვიჩა შევჩენკოზე უკეთესი გახდება?! თუ ქართველი ამას მოიგებს..." - ვალერი გაზაევმა "კვარას" შესახებ ისაუბრა

altითამაშებს თუ არა კვარაცხელია დღეს - "ნაპოლის" განცხადება "ემპოლისთან" მატჩამდე

მკითხველის კომენტარები / 29 /
დიდი მადლობა სპალეტის, რომელმაც მთელ საფეხბურთო მსოფლიოს დაანახა, რას წარმოადგენს ხვიჩა კვარაცხელია!
ნაპოლის ყველა ვარიანტი გვაჩვენა კვარასთან ერთად და კვარას გარეშე!
ზოგი ჭირი მარგებელიაოო...
ბესო შიოშვილი
09 ნოემბერი 2022 00:50
1
რაც არ უნდა ილაპარაკოს სპალეტიმ. ხვიჩას გარეშე მეორე დონის გუნდია..უღიმღამო უინტერესო თამაში..მონოტონური გათამაშება ბურთის.ცენტრიდან დაცვაში ან პირიქით..არანაირი პროგრესი..არანაირი იმპროვიზაცია.. შეტევაში რამაც შედეგი უნდა მოიტანოს...ბევრი სპეციალისტის ალაპარაკდა უკვე გუნდზე კვარასთან ერთად და კვარას გარეშე რომ სულ სხვადასხვაა..სამწუხაროდ დაზუსტებულ ინფორმაციას არვინ დებს თუ რა დაემართა ხვიჩას..რა პრობლემა აქვს..ექიმები ხან ორი დგე..ხან ერთი კვირაო..ახლა კიდევ ორი კვირა გააჟღერეს...თუმცა დიდი იმედის გამოთქვამე რომ უფრო ადრე ჩააყენებენ ხვიჩას ფორმაში...ღმერთმა ქნას..და სეზონის შეწყვეტამდე ხვიჩამ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატაროს..კიდევ ერთხელ ააგუგუნოს მარადონა მისი სახელით...
ბუჯანგა
09 ნოემბერი 2022 00:18
5
დღეს ნაპოლი იყო ტაჯიკეთის "სპარტაკი". წარმოსახვაშიც კი არ არსებობს რაიმე წარმატებაზე ფიქრი , ხვიჩას გარეშე- უბრალოდ არც იოცნებონ.................
საბურთალო
09 ნოემბერი 2022 00:11
8
იტალიური ორი საშუალო დონის გუნდი თამაშობდა მკვდარ ფეხბურთს ნაპოლის შეცვლებამდე. მერე პენალმა გამოაცოცხლა, მოკლედ ცეცხლი კვარა აკლდა თამაშს, მის გარეშე ნაპოლიმ არაფერზე არ უნდა იოცნებოს, გამორიცხულია სერიოზული წარმატება
სტალინი
09 ნოემბერი 2022 00:05
4
წელს პირველად ვნახე ასე უსუსური ნაპოლი.მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ ,მაგრამ ხვიჩა მაინც სხვა დონეა.
ჯუჯი
08 ნოემბერი 2022 23:46
3
ატალანტა, ემპოლი, რეინჯერსი. ესეთი დონის გუნდებს რა თქმა უნდა იოლად დაამარცხებენ, მილანი, რომა, ლაციო დაამარცხონ ხვიჩას გარეშე, თან გასვლაზე. ამას ნებისმიერი ფეხბურთის მცოდნე მიხვდება, მითუმეტეს პროფესორი სპალერი.
soso
08 ნოემბერი 2022 23:42
8
ნაპოლიმ კი არა მსაჯმა გატეხა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
08 ნოემბერი 2022 23:34
6
სანამ კვარადონა ისვენებს, წინა პლანზეა ოსიმდონა.დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ილა
08 ნოემბერი 2022 23:30
3
მომწყინდა ამათი ყურება ხვიჩას გარეშე ველოდები უდინეზესთან ხვიჩას გოლს + ასისტს.
beqa
08 ნოემბერი 2022 23:29
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული