შეთანხმება ვერ შედგა - ზაფხულში შკრინიარი "ინტერიდან" წავა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ინტერს" სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი დატოვებს.

27 წლის ფეხბურთელს "ნერაძურისთან" შრომითი ხელშეკრულება სწორედ ამ დროისთვის ეწურება. ის ახალი კონტრაქტით სეზონურად 8 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა მილანელებმა 6 მილიონი და ბონუსები შესთავაზეს.

სავარაუდოდ, შკრინიარი თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს მიაშურებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მილანურ გუნდებს რა ჭირთ ვერ გავიგე,, რატო თმობენ 50-70 მილიონიან ფეხბურთელებს 2-მილიონი ხელფასის გულისთვის თავისუფალ აგენტებათ??შკრინიარს წინა ზაფხულს 3-4-გუნდი ეხვეწებოდა გადასვლას და 50-60 მილიონს იხდიდნენ და ერთ წელიწადში იმის გამო რო ხელფასს ეს 8-ითხოვს და ინტერი 6-ლიმონს აძლევს და ვერ თანხმდებიან უფასოდ უშვებენ,,წინა წლებში მილანმა დაკარგა ზუსტად ეგრე ფეხბურთელები,,მათ შორის ერთი ინტერში გდია,,დონარუმა კესსი და ჩალხანოგლუ იმის გამო გაუშვა მილანმა უფასოდ რო სადგაც 2-მილიონის ფარგლებში ქონდათ აცდენა ხელფასებზე,,არადა ამასობაში მინიმუმ 200-მილიონს აიღებდა მილანი სამივე რო გაეყიდა,,ვერ გავიგე რამე მაფიაა??თუ იქ სხვანაირად ითვლიან ფულს??ამ შკრინიარს შარშან ტოტენჰემი ითხოვდა და 65-მილიონს იხდიდნენ და გაეშვაათ
Gela
20:43 20-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული