პროკურორი მზადაა, ოსიმენის ტრანსფერის სავარაუდო ყალბი დოკუმენტები მოითხოვს - ქულების ჩამოკლება "იუვენტუსის" მსგავსად "ნაპოლისაც" დაექმურება?

AutoSharing Option
POSTV - ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერის დროს.

ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩემს წინა კომენტარში დავწერე.. და კიდე დავამატებ... რომც მოხდეს სასწაული და ნაპოლის დავუშვათ და იუვენტუსივით 15 ქულა დააკლეს, ეს არ იქნება საბოლოო ვერდიქტი... იუვენტუსმა უკვე გაასაჩივრა სააპელაციოში და დიდია ალბათობა რომ 15 ქულას 9 ქულამდე შეუმცირებენ...ისე როგორც ეს მოითხოვა გენერალურმა პროკურატურამ... ამიტომ, ნაპოლი უნდა მიაწვეს ისე როგორც აქამდე... წელს ჩემპიონები იქნებიან... ნებისმიერ იტალიურ გუნდზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგანან.
ქუთაისი
22 იანვარი 2023 21:15
1
თუ დამტკიცდა, ჩემი აზრით 7–9 ქულას ჩამოაკლებენ და ჩემპიონობისათვის მაინც იბრძოლებს. მე უფრო მაშინებს გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
თბილისელი
22 იანვარი 2023 20:30
4
ხო შეიძლება ერთი სფერო სპორტი დატოვონ ბოლომდე არ გასვარონ . თუ ფეხბურთში ზღვარი არ დაწესდა შეძენაზე როგორც ნბეიშია რაღაც ცუდში გადაიზრდება არასანახაობრივში.
35
22 იანვარი 2023 20:28
0
რამდენი კომენტარი წავიკითხე და თითქოს ყველაფერი ვიცით და სინამდვილეში ელემენტარულ ინფორმაციასაც არ ვფლობთ... ოსიმენთან დაკავშირებით ეს ამბები ახალი არ არის... ამაზე უკვე კაი ხანია რაც გამოძიება მიმდინარეობს... ამის შესახებ იცის ყველამ კლუბის მასაჟისტიდან დაწყებული სპალეტით და ლოურენტისით დამთავრებული... ჯერჯერობით გამოძიების შედეგები ცნობილი არაა... რომც გამტყუნდეს ლოურენტისი, ნაპოლის ქულებს არავინ დააკლებს.... ლოურენტისს მოუწევს დიდი ჯარიმის გადახდა, ან შეიძლება ჩასვან კიდეც... იუვენტუსის შემთხვევა განსხვავებულია თავისი ისტორიით .
ქუთაისი
22 იანვარი 2023 20:24
1
შეგიძლიათ უაზრო პარანოიკათ ჩამთვალოთ, მარა ხანდახან მეშინია საფეხბურთო მაფია არ დაუშვებს სუპერ ვარსკვლავი წამოოვიდეს ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, ამის გამო მგონია ის თავის დროზე მოგონილი უაზრო წელის ტრამვა და ახლა რაღაც გაუგებარი სურდო თუ გაცივება.
რომულო
22 იანვარი 2023 19:30
24
ხომ არ გააფრინეთ ?
ბატონი ბიძინი-ს
22 იანვარი 2023 19:17
1
რომც არ დასაჯონ ნაპოლი, ამ "გამოძიებით" უკვე მოშალეს გუნდი ფსიქოლოგიურად, რაც ალბათ შედიოდა მათ გეგმებში
beno
22 იანვარი 2023 18:48
2
ისტორიულაად ჩრდილოეთ იტალია ყოველთვის ჩაგრავდა სამხრეთს @ და ეხლაც რომ დაინახეს შესვენების მერევ იგივე ძალით აგრძელებს ნაპოლი (ინტერთან წაგება რომ შემთხვევითი იყო იუვეს განადგურებითაც დამტკიცდა) და მიხვდნენ რომ ვეღარავინ ვერ შეაჩერებდა აი ამით გადაწყვიტეს ჩემპიონობაში ხელის შეშლა @ იტალიაში რომ გადადიოდა ხვიჩა გამიხარდა რა თქმა უნდა მაგრამ ერთადერთი ზუსტად ამისი მეშინოდა-ფეხბურთშიც და მთლიან ცხოვრებაშიც იტალია ჩაძირულია მაფიაში @@ როგორც კი მიეცემა შანსი აუცილებლად უნდა მოსცილდეს ხვიჩა იმ მაფიის სამშობლოს !
zura222
22 იანვარი 2023 18:26
11
არ დასჯიან ნაპოლის.
იუვეს 1 ან 2 ფეხბურტელი კი არა, 40 ფეხბურთელი იყიდა ყალბ ფასებში. სისტემა ააწყო იუვემ, და ამის გამო დასაჯეს.
ქ. გ.
22 იანვარი 2023 18:06
0
ამაზე ვწერდი ზუსტად, რომ იტალიაში ყველაფერი მოსულა.ფეხბურთელთა კონტრაქტები ისეა გასაიდუმლოებული, როგორც ბალისტიკური რაკეტების წარმოება, არადა ახსნა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: დიდი შავი ფული ტრიალებს.ქართველების საყვარელი სპორტი ( ტოტალიზატორი) ამ თანხებთან შედარებით, არის კაპიკები.
სხვა არ ვიცი, მაგრამ სულ რამოდენიმე თვის წინ დაიდო კვარაცხელიას კონტრაქტი,და კაცმა არ იცის - რა თანხა გადაიხადა "ნაპოლიმ",ვის გადაუხადა, რამდენი ერგო "დინამოს", რამდენი ჩაიჯიბა ჯუღელმა ...რატომ 6 თვის თავზე ვგებულობთ რომ ხვიჩას აქვს ერთერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება კლუბში?
ეს ის საკითხებია რომლებიც ჩვენთვის არის საინტერესო, თორემ ნებისმიერ კლუბში. ეხება ევროპაში.ზუსტად ასევე არის კორუმპირებული ფიფაც და უეფაც( იქ კიდევ უფრო დიდი თანხები ტრიალებს). ზუსტად ამიტომ არ სურს ფეხბურთის მაფიას, რომ შეიქმნას ე ბი ეის თუ ენ ეიჩ ელის მსგავსი ლიგა, სადაც ღიად ხდება სპორტსმენების შესყიდვა და ამდენი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი შემთხვევა გარიგებული თამაშის თუ ე.წ. "შავი ფულის" გათეთრების შემთხვევა.
ევროპული ფეხბურთის მდგომარეობა ძალიან წააგავს დღევანდელი საქართველოს სიტუაციას,როცა ყველამ იცის რომ ავადმყოფს მხოლოდ ქირურგიული ჩარევა თუ უშველის, მაგრამ ცდილობენ ასპირინით მკურნალობას. შედეგიც ვიცით როგორი იქნება, მაგრამ მაინც ვეფართხუნებით წარსულს და არ გვესმის რომ ყველაფერი იცვლება.
ჟორა
22 იანვარი 2023 18:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული