კიმ მინ ჯეს "ნაპოლიში" რუსი არმიელი შეცვლის?

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ Sport24-ის მტკიცებით, ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 23 წლის ცენტრალურმა მცველმა იგორ დივეევმა (სიმაღლე 193 სმ) შეიძლება კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში, დიდი ალბათობით, "ნაპოლი" კორეელ კიმ მინ ჯეს პსჟ-ს მიჰყიდის და მისი შემცვლელი დასჭირდება. განიხილება ვილიამ სალიბას (არსენალი) და დივეევის კანდიდატურები და რუსის ვარიანტი უფრო დაბალი ფასის გამო შეიძლება პრიორიტეტული გახდეს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 6 მილიონი ევროა.

დივეევის სამსახურით აგრეთვე "ვენეციაა" დაინტერესებული, რომელიც ამ სეზონში სერია A-ში გადასვლას ვერ მოახერხებს.

დივეევმა
მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ნაკრებში მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 1 გოლია.

ამ ფეხბურთელის ნეაპოლურ გუნდში შესაძლო გადაბარგებაზე რუსულმა მედიამ ადრეც გაავრცელა ინფორმაცია, რაც სიმართლე არ გამოდგა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საზონოვი წაიყვანონ!
?
31 მარტი 2023 05:27
1
რუსებს ჰალუცინაციების მორიგი შეტევა დაეწყოთ დელირიუმის ტრემენსის გამო (галлюцинации на почве белой горячки).
ქ. გ.
31 მარტი 2023 04:16
3
ვის რად უნდა ეს ტლუ რუსი?
ILIA
30 მარტი 2023 21:58
8
ლოჩოშვილი მოაწყოს იქნებ კვარამ ნაპოლიში
ოლივიე ჟიღუუ
30 მარტი 2023 21:48
8
Lochoshvilis tanashi nanaxi gaqvs???sad waiyvanos saqartvelo xo araa jigrul pontshi daexmaron
L.J .
31 მარტი 2023 12:08
0
სხვა ვერავინ მონახეს?
დავით 67
30 მარტი 2023 21:44
4
წარმატებები დივეევს
პროგრესული ქართველი
30 მარტი 2023 20:28
28
რუსული ჭორიააა.მაგნაირი მცველებით სავსეა იტალია
არა რუსეთს
30 მარტი 2023 19:18
8
კიმ მინ ჯე,ნაპოლის საკვანძო ფეხბურთელია და შეეცდებიან,მომავალ სეზონშიც შეინარჩუნონ.
სოსო
30 მარტი 2023 18:32
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული