კიმ მინ ჯეს "ნაპოლიში" რუსი არმიელი შეცვლის?

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ Sport24-ის მტკიცებით, ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 23 წლის ცენტრალურმა მცველმა იგორ დივეევმა (სიმაღლე 193 სმ) შეიძლება კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს.

გამოცემა ირწმუნება, რომ ზაფხულში, დიდი ალბათობით, "ნაპოლი" კორეელ კიმ მინ ჯეს პსჟ-ს მიჰყიდის და მისი შემცვლელი დასჭირდება. განიხილება ვილიამ სალიბას (არსენალი) და დივეევის კანდიდატურები და რუსის ვარიანტი უფრო დაბალი ფასის გამო შეიძლება პრიორიტეტული გახდეს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 6 მილიონი ევროა.

დივეევის სამსახურით აგრეთვე "ვენეციაა" დაინტერესებული, რომელიც ამ სეზონში სერია A-ში გადასვლას ვერ მოახერხებს.

დივეევმა
მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ნაკრებში მის ანგარიშზე 12 შეხვედრაში 1 გოლია.

ამ ფეხბურთელის ნეაპოლურ გუნდში შესაძლო გადაბარგებაზე რუსულმა მედიამ ადრეც გაავრცელა ინფორმაცია, რაც სიმართლე არ გამოდგა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საზონოვი წაიყვანონ!
1
რუსებს ჰალუცინაციების მორიგი შეტევა დაეწყოთ დელირიუმის ტრემენსის გამო (галлюцинации на почве белой горячки).
ქ. გ.
04:16 31-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული