"ინტერს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს - ყველა მათგანი ამჟამად დასაქმებულია

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა ჰყავს და ყველა მათგანი ამჟამად დასაქმებულია:

სერჟიო კონსეისაო ("პორტო"), ტიაგო მოტა ("ბოლონია") და რობერტო დერ ძერბი ("ბრაიტონი").

მოგეხსენებათ, დიდი ხანია იწერება, რომ "ნერაძურის" მესაჭის პოსტს სიმონე ინძაგი დატოვებს.

იტალიელი მწვრთნელის ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას იზამს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე და მოახერხებს თუ არა სერია A-დან ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურის მოპოვებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული