"ინტერმა" "ლაციოს" თამაში შემოუტრიალა - გახდება დღეს "ნაპოლი" ჩემპიონი?

AutoSharing Option
სერია A -ს 32-ე ტურში „ინტერმა“ სახლში „ლაციო“ 3:1 დაამარცხა.

თუ „ლაციო“ სტუმრად გამარჯვების მოპოვებას ვერ მოახერხებდა,“ნაპოლის“ სკუდეტოს სარეკორდოდ 6 ტურით ადრე მოპოვების შესაძლებლობა მიეცემოდა. მასპინძლები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აჩერბის შეცდომით რომაელებმა ისარგებლეს და ფელიპე ანდერსონის გოლით დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ მილანელებმა შეუტიეს, ბარელას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, დი მარკოს მეკარე პროვედელმა არ გაატანინა. თუმცა, დარჩენილ დროში ლაუტარო მარტინესმა დუბლი შეასრულა, გოსენსმაც გაიტანა და "ინტერმა" გაიმარჯვა.

"ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში
ნეაპოლური გუნდი ჩემპიონი გახდება.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - ლაციო 3:1
გოლები: 0:1 ფელიპე ანდერსონი (30), 1:1 მარტინესი (78), 2:1 გოსენსი (83), მარტინესი (90)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც მსუქანი ექიმი იტყოდა, დღეს ბრრრდღვნნნაა იქნება ,,სტადიო მარადონაზე", ბრრრდღვნნნააა!!! :))))))
რატი
16:50 30-04-2023
7

სიახლეები პოპულარული