საქართველოს დროშა ნეაპოლური ზეიმის ნაწილია
ნეაპოლელებს მონატრებული ზეიმი ცოტათი გადაედოთ. მათთვის რომაელთა მოგება და ყველაფრის ისევ საკუთარი შედეგით განსაზღვრა უფრო ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. ამის გამოა, "უდინეზე" - "ნაპოლის" დაპირისპირების
უდინეში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ ლუჩანო სპალეტი შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს. მთავარი მიზანი მიღწეულია ("ნაპოლის" მიერ დარჩენილი 6 მატჩის წაგებაზე კონკურენტი "ლაციოც" არ ფიქრობს) და ახლა დრო სათადარიგო მოთამაშეებს მეტად უნდა მიეცეთ, თუმცა სხვა ამოცანებიცაა გადასაწყვეტი.
ვიქტორ ოსიმენს ბომბარდირთა დავაში სოლიდური უპირატესობა (21 გოლი, 4 "ასისტი) აქვს, მაგრამ ლაუტარო მარტინესი ძალიან მონდომებულია (17 გოლი, 3 საგოლე პასი) და ყველაფერს გააკეთებს, ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას. თუკი ნიგერიელს დასვენების საშუალება მიეცემა, ეს უფრო გამარტივდება. ასეთ დროს მსგავსი არ ხდება. ოსიმენს ჩემპიონატში 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა.
სერია "ა"-ს საუკეთესო მეპასე ხვიჩა კვარაცხელიაა. მას 10 "ასისტი" აქვს, რაც გოლი+პასი სისტემით დიდებული მაჩვენებელია ("კვარამ" მეტოქეების კარი 12-ჯერ აიღო). 8 შედეგიანი პასი "ლაციოელ" მილინკოვიჩ-სავიჩს (6 გოლთან ერთად) და "იუვენტუსის" ნახევარმცველ კოსტიჩს (3 გოლი) აქვთ. "კვარადონას" ამ კომპონენტში ლიდერობა ძალიან სასიამოვნოა. მისი არაერთი დასამახსოვრებელი საგოლე პასი გვახსოვს, მხოლოდ ოსიმენისთვის ბურთის ცარიელი კარის წინ გადაცემა რად ღირს. ოფიციალურ სტატისტიკაში არ ფიქსირდება, თუმცა ქართველმა გარემარბმა აქტიური მონაწილეობა არაერთ საგოლე ეპიზოდში მიიღო. ხვიჩას ძალიან დატვირთული სეზონი აქვს, რომლის შემდეგ სანაკრებო მატჩებიცაა. ამის მიუხედავად, ვიქტორისა არ იყოს, დარჩენილ ტურებში მანაც ნაკლებად უნდა დაისვენოს. "კვარა" "უდინეზეს" წინააღმდეგ პირველად ითამაშებს, "ლივერპულთან" მიღებული ტრავმის გამო წინა წრის დაპირისპირება გაუცდა. მის შეჩერებას ნიდერლანდელი კინგსლი ეიზიბი ეცდება, რომელიც "კიოლნიდან" იანვარში გადმოიბირეს.
64 წლის ლუჩანო სპალეტი ყველაზე მხცოვანი სპეციალისტი გახდება, რომელიც იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. მის გუნდს აპრილი ძალიან ცუდი ჰქონდა, 7 მატჩიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვა, მანამდე კი სეზონი თითქმის ერთი ამოსუნთქვით გავლო. მცირე ჩავარდნა იანვრის დასაწყისში იყო, რაც "იუენტუსის" (5:1) განადგურებით მალევე მოგვარდა.
"უდინეზე" ყველაფერს გააკეთებს, "სალერნიტანასი" არ იყოს, საჩემპიონო ზეიმი გადადოს. უდინელებს სატურნირო კუთხით არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ. მათ პორტუგალიელ ფორვარდ ბეტოს ბოლოს ბევრი გაუცდა, თორემ 10 გოლზე მეტი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს და ახლა ყველაფერს გააკეთებს, დარჩენილ დროში რაც შეიძლება მეტი გაიტანოს. გასულ სეზონში მისი მონაგარი 11 გოლი იყო.
"ნაპოლის" "უდინეზესთან" დაპირისპირება საკმაოდ უმარტივდება და კარგი სტატისტიკაც აქვს. რაც შეეხება უკანასკნელ მატჩს, აქ კინაღამ სასწაული ვიხილეთ. სპალეტის გუნდი 3-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა სტუმრებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს (3:2).
შეხვედრას 37 წლის როსარიო აბისო განსჯის. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მატჩებს ის "კრემონეზესა" და "სამპდორიასთან" გაუძღვა და მათთვის ორივე წარმატებული გამოდგა.
რატომ გადაიდო "ნაპოლის" ჩემპიონობა? - კვარაცხელიასა და ოსიმენის სირთულეები...