ზელინსკის ტრუსი ჩახადეს, სპალეტის მელოტ თავზე სწვდნენ - აგონია უდინეში

AutoSharing Option
"უდინეზესთან" სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი გახდა და საგიჟეთი სტადიონზევე დაიწყო.

გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ, მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისკენ დაიძრნენ, რომელიც კლუბის სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლისთან იყო გადახვეული. ისინი გასახდელში დაცვამ  გაიყვანა. თუმცა იქამდე სპალეტის მელოტ თვზე მაინც მისწვდნენ...

Sportall.Ge

აბსოლუტურად დაუცველნი დარჩნენ ფეხბურთელები, რომელთა ნაწილი შეშინდა კიდეც. ზოგიერთის მაისურების "კონფისკაცია" იქვე მოახდინეს, პიოტრ ზელინსკი კი ტრუსის გარეშე დარჩა.

დღეს არ ეძინება ნეაპოლს, არც უდინეს. ეს გასაგებიცაა, დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ "ნაპოლის" ტიფოზებისთვის ამხელა სიხარული არ მიუნიჭებია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეც არ ვიფიქრე, რატომ დარბოდა შორტების გარეშე.
გასახდელში უკვე შორტების გარეშე ბევრნი იყვნენ, მაისური კიდევ გასაგებია და ნიფხვები რაღად უნდოდათ
ხათუნა
23:47 05-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული