"ნაპოლის" მალე ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება

AutoSharing Option
"რეპუბლიკას" ცნობით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დააკმაყოფილებს სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის თხოვნას, 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გაუწყვეტს და მისი შემცვლელიც დაასახელა.

ჯუნტოლი "ნაპოლიში" 2015 წლის 1-ელი ივლისიდან მუშაობდა, მრავალ ტრანსფერში და მათ შორის გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანაში მიიღო მონაწილეობა და როგორც ჩანს, მისი ნეაპოლური კარიერა დასრულდა.

გამოცემის მტკიცებით, ჯუნტოლის 40 წლის პიეტრო აკარდი შეცვლის, რომელსაც "ემპოლიში" ანალოგიური თანამდებობა უკავია. ის სიცილიელია, მშობლიური "პალერმოს" მცველი იყო, აგრეთვე "სამპდორიასა" და "ბრეშიაში" თამაშობდა. აკარდი 2014 წელს "ემპოლის" მენეჯერად, ხოლო ორი წლის
შემდეგ ამავე კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაიწყო ნაპოლის სიცილიურ მაფიაში ჩართვა.
მაცი ხვიტია
00:08 09-05-2023
0
დაიწყო ნაპოლის გაყიდვა :)
ნიკა
22:19 08-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული