![](https://sportall.ge/pictures/image5/8dc6ce2ccb4cea991770195bda595893.jpg)
"ნაპოლიმ" "ბარისგან" იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ელია კაპრილე 7 მილიონ ევროდ შეიძინა.
Goal-ის ცნობით, ამ თანხის 20% "ლიდსმა" უნდა მიიღოს. ნეაპოლურმა კლუბმა 21 წლის კაპრილე ერთსეზონიანი იჯარით "ემპოლიში" გაუშვა.
გასულ სეზონში მან იტალიის მეორე ლიგაში ჩატარებული 41 მატჩიდან 15-ში კარი მშრალად შეინახა.