ჯუნტოლიმ შეიძლება "იუვენტუსისთვის" "შახტარის" ნახევარმცველის ტრანსფერი გაჩარხოს

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "იუვენტუსი" "შახტარისა" და უკრაინის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველით, გიორგი სუდაკოვით დაინტერესდა.

"იუვეს" სკაუტები სუდაკოვს სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლის დავალებით აკვირდებიან, რომელიც "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანის ინიციატორი იყო. ჯუნტოლი სუდაკოვის შეძენის შესაძლებლობას გასულ წელს "ნაპოლიში" მუშაობისას განიხილავდა.

გამოცემის მტკიცებით, "იუვენტუსს" ტრანსფერი 20 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.

2023 წლის აპრილში სუდაკოვმა "შახტართან" კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ფასი 15 მილიონია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მერე ცოლი რომ ყავს ფეხბურთის თამაშში ხელს არ შეუშლის??!!
გრუზინი
12 სექტემბერი 2023 22:40
0
ერთი გიორგი ვიცი მანდ, ამაზე მაგარი ბიჭია. მაგაზე იჩალიჩოს
W.Rooney
12 სექტემბერი 2023 19:22
4
შახტარმა ყველა, რომ გაყიდოს რა წაახდენს, აზაროვი და გოჩოლეიშვილი რჩებათ.DDDDD
ეეე
12 სექტემბერი 2023 19:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული