Sky Sports-ის ცნობით, "რეალი" "ნაპოლიში" თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
გამოცემის მტკიცებით, ოსიმენის სამსახურით აგრეთვე საუდის არაბეთის კლუბები და "ჩელსი" არიან დაინტერესებული, რომლებიც მის გადაბირებას ზამთარში შეეცდებიან.
ოსიმენს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხელფასის მომატებას დაჰპირდა, მაგრამ პირობა არ შეუსრულა. ამას გარდა, ნიგერიელი უკმაყოფილო დარჩა კლუბის სოციალურ ქსელში მასზე გამოქვეყნებული ვიდეოთი.