"ნაპოლის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვარშავაში ჩეხეთთან ფრეს (1:1) დასჯერდა, ჯგუფში ჩარჩა და ევრო 2024-ის საგზურის მოპოვება მხოლოდ ერთა ლიგის პლეი-ოფებიდან შეუძლია.

ჩეხეთთან მატჩში სათადარიგო იყო 29 წლის ნახევარმცველი პიოტრ ზილენსკი. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო, გამოკვლევა ჩაუტარდა და სტენოკარდია დაუდგინდა. მიუხედავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა, ზილენსკის მდგომარეობა იმდენად ვერ გაუმჯობესდა, რომ ეთამაშა, ნეაპოლში გაემგზავრა და 21 ნოემბერს ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

პიოტრი ნეაპოლში მკურნალობის კურსს გაივლის, დაისვენებს და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს
თამაშს.

ზილენსკის პოლონეთის ეროვნულ გუნდში 86 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ამ სეზონში კი სერია A-ს 12 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ზილენსკის "ნაპოლისთნ" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ზაფხულში "ალ აჰლიში" გადასვლა გადაიფიქრა, ახლა კი "ლივერპული" და "იუვენტუსი" ეპატიჟებიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაპოლის პრეზიდენტუს წუწურაქობას თუ გავითვალისწინებთ.ზელენსკი რო გაყიდოს და ჩაკვე წაიყვანოს მაგარი იქნება:))
მოსეხინელი
07:47 20-11-2023
0
ხვიჩას რომ ,,კორონა,,დაემართა ის ვარიანტი მგონია)))
გიუშა
22:03 19-11-2023
26

სიახლეები პოპულარული