ზელინსკი: დიდ ფულს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მირჩევნია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ TVP Sport-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

პოლონელი ფეხბურთელის თქმით, მისი აგენტი "პარტენოპეისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ამ ყველაფერს ჩემი აგენტი ხელმძღვანელობს, კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება მალე შედგეს. ახლა ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ "ნაპოლისთან" ერთად კარგი სეზონი ჩავატარო.

შეთავაზება საუდის არაბეთიდან? ეს სიმართლეა, თუმცა გადავწყვიტე, რომ ევროპაში დავრჩენილიყავი, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს, არ იყო შესაფერისი დრო იმისთვის, რომ ფული ამერჩია", - განაცხადა ზელინსკიმ.

შეგახსენებთ, პიოტრს "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში
ეწურება.

altზელინსკიმ შეიძლება გუნდი გამოიცვალოს

alt"იუვენტუსი" ზელინსკის დამატებისთვის იბრძვის

მკითხველის კომენტარები / 1 /
წავიდეს ალ ნასრში და სამივე ექნება
Dima
17:58 17-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული