
37 წლის თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, სავარაუდოდ, "მილანთან" ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, - იტყობინება Goal-ი.
გამოცემის მტკიცებით, ჟირუ კარიერის აშშ-ის ერთ-ერთ კლუბში გაგრძელებას აპირებს.
ოლივიე "მილანში" "ჩელსიდან" 2021 წელს გადავიდა, ამ სეზონში კი სერია A-ს 18 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.