"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა "ნერაძურის" ამჟამინდელ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს შეურაცხყოფა მიაყენა და მას იდიოტი უწოდა.

ვეტერან ფეხბურთელს მიაჩნია, რომ "სან სიროზე" მისი თანამემამულე ალექსის სანჩესის დაბრუნება დიდი შეცდომა იყო. 

"ალექსის, თუ მისმენ, გთხოვ, სასწრაფოდ დატოვე "ინტერი"! ამ გუნდში ის არასდროს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სანჩესი ძალიან ჯიუტია.

ის უნდა წასულიყო კლუბში, სადაც თამაშით სიამოვნებას მიიღებდა, სადაც ხალხის სიყვარულს იგრძნობდა.

ვგიჟდები, როდესაც ვხედავ, როგორ თამაშობს ეს იდიოტი მხითარიანი სანჩესის ნაცვლად, ჩემს თანამემამულეს კი მხოლოდ 9 წუთს აძლევენ.

ალექსისი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვიცი,
რომ ის მაშინაა ბედნიერი, როდესაც თამაშობს და შესაბამისად, ის ახლა ბედნიერი ვერ იქნება.

სიამოვნებით ვიხილავდი "რივერში". თანაგუნდელები მასზე უკეთესები არ არიან, მაგრამ მწვრთნელს სანჩესი უბრალოდ არ სურს", - ციტირებს ვიდალს Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არადა არტურო ვიდალი სომეხი არის... ეს რა შარში გაყავი თავი არტურ-ჯან ვააააააა!!
axpera
22:40 08-01-2024
12
და სომხური დიასპორა რას ამბობს მაგიზა ? PP
zura222
21:37 08-01-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული