კვარაცხელიას როლი დღეს დიდი იქნება - "ნაპოლი" ტიტულისთვის საზღვარგარეთ იბრძვის...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. აქ ყველაფერი ახლა ისევეა, როგორც ესპანეთში - ტიტულისთვის 4 გუნდი საუდის არაბეთში, დედაქალაქ რიადში იბრძვის. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები გასული სეზონის თასის ფინალში დამარცხებულ "ფიორენტინას" დღეს, 18 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შეხვდებიან.

Sportall.Ge

სუპერთასის მეორე ნახევარფინალური წყვილი "ინტერი"-"ლაციოა". მილანურ კლუბს სუპერთასის მოპოვება ზედიზედ მესამედ სურს. ნეაპოლელები ამ ტიტულს სულ ორჯერ დაეუფლნენ, პირველად - მარადონას ეპოქაში,  ბოლო წარმატება კი 10 წლის წინ იყო. "ფიორენტინამ" Supercoppa Italiana 1996 წელს აღმართა, როცა ლეგენდარულმა გაბრიელ ბატისტუტამ
"მილანს" დუბლი შეუსრულა, "იების" მთავარი მწვრთნელი კი კლაუდიო რანიერი იყო.

Sportall.Ge

"ნაპოლი" და "ფიორენტინა" ერთმანეთს 171-ჯერ შეხვდნენ, ბალანსი კი თითქმის თანაბარია - ნეაპოლელების 61 გამარჯვება 50-ის წინააღმდეგ და 60 ფრე. "ფიორენტინა" პირველი იტალიური კლუბი იქნება, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეოთხედ (სხვადასხვა ეგიდით) დაუპირისპირდება - 1 მოგება, ამდენივე ფრე და მარცხი - ეს ქართველის მონაგარია. დღეს ჩვენებურის როლი დიდი იქნება!..

Sportall.Ge

"ალ-ავალ პარკზე" ჩასატარებელი მატჩის განაცხადში ვალტერ მაცარის ის ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებიც ბოლო დროს ტრავმის გამო ვერ თამაშობდნენ (მეკარე მერეტი და ოლივერა), ვისი თამაშიც საეჭვოა (კაიუსტე) ან სატრანსფერო ამბების გამო გაურკვევლობა სუფევს (ზელინსკი).

Sportall.Ge

შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა გაუძღვება. საოცარია, მაგრამ ის სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირების მთავარი არბიტრი იყო, როცა "ფიორემ" "მარადონაზე" (3:1) მოიგო.

Sportall.Ge

ფინალი 22 იანვარს შედგება. სერია "ა"-ში ნეაპოლელების მორიგი მეტოქე "ლაციოა" და არის შანსი, ეს შეხვედრა სუპერთასის ფინალშიც შედგეს.

altჯუღელი ერ-რიადშია და "ნაპოლის" წარმომადგენლებს ხვდება - ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

altკვარაცხელია და "ნაპოლი" საუდის არაბეთში არიან - ოსიმენის ჩანაცვლება და ოლივერას დაბრუნება...

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა კომერცია ვერ გავიგე. ნახევრად ცარიელია სტადიონი
ნიკი
18 იანვარი 2024 23:27
0
გავიგოთ რა,უაზრობაა ჩვენი მხრიდან მუდმივად ხვიჩას ხელფასზე საუბარი.ვფიქრობ,ეს უწინარესად თავად ხვიჩას შეურაცხყოფაც კია უკვე...
როცა ხვიჩას "ნაპოლიში"ტრანსფერი გადაწყდა, ყველა აღფრთოვანებული ვიყავით და არავინ ფიქრობდა მის გასამრჯელოზე...
არავიზე ნაკლებად გონიერი არ არის თავად ხვიჩა და როგორმე წარმატებით გადაწყვეტს ამ საკითხსაც, ჯუღელთან ერთად იქნება ეს თუ სხვასთან.ამ ეტაპზე კი ხვიჩას თავისი უზომოდ დიდი საფეხბურთო ტალანრის წარმატებულად გამოვლენა მოეთხოვება,რაც დარწმუნებული ვარ,ყველა ჩვენთაგანზე ერთად აღებული,უკეთ თავად ხვიჩას ესმის და გაეგება.
ვინც მოითმენს,ის მეტს მოიგებს!!!
ბრაზი
18 იანვარი 2024 12:52
2
ხვიჩას ამბავი ვერ არის კარგად ფაქტია, რაც დრო გადის ნელ-ნელა უკლებს და უნდა გაასწროს ნაპოლიდან სანამ დროა
bebe
18 იანვარი 2024 12:50
11
ხვიჩა,ძმაო,ბოლომდე ირწმუნე,რომ უკვე შენ ხარ ამ გულის სული,გულუ,ძრავი და ლიდერი.ფართპდ გაშალე ფრთები და შენი გასაკეთებელი გაასმაგებული ძალებით აკეთე.თითქმის საზენიტო ასაკში ხარ უკვე და ეს ყოველივე მაქსიმალურად ხელგეწიფება.გაიხარე და გაგვახარე,ახლაც და კიდევ დიდხანს,დიდხანს მომავალში!
ბრაზი
18 იანვარი 2024 11:38
2
ზოგი დემემ მოიგოს!ორივეს ერთნაირი ხელფასი აქვს.
სოსო
18 იანვარი 2024 12:21
2
ჩვენი საქმეა გულწრფელი გულშემატკივრობა,დანარჩენი კი ხვიჩას ნიჭზე,მონდომებასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
წარმატებები ხვიჩასა და მის "ნაპოლის"!
უზომოდ გაგვიხარდება ეს!!!
კოლხიდელი
18 იანვარი 2024 11:30
2
დღეს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
ბმბ
18 იანვარი 2024 11:27
1
მოკლედ, ვისაც არ ეზარება, ყველა ხვიჩას აკისრებს პასუხისმგებლობას. შარშან არაფრით გამორჩეული გუნდიდან კვარამ ჩემპიონი გამოადნო და არ დაიწყოთ ახლა, ოსიმენიო და ასეთები. წლობით თამაშობდნენ ნაპოლში ოსიმენი, ზიელენსკი, ანგისა, სხვებიც, მჟავე პანტა არ მოუგიათ, ახლა ყველას ვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია. ყველაზე მთავარი პრობლემა მევახშე ლაურენტესია, წუწურაქი და ინტრიგანი. უბრალო გულშემატკივარმა შეიყვარა კვარა, თორემ სხვამ
ვინ დაუფასა? აქეთ ლაურენტესი, იქით ჯუღელი, პირდაპირ კიდევ ნაცები. თუ არ მეცოდებოდეს ხვიჩა, უსინდისო ვიყო რა
ბესო
18 იანვარი 2024 10:52
6
ნაპოლის ვარჯიშის ვიდეო ნახეთ. ხვიჩა კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ძალიან მონდომებული და მოტივირებულია. მისგან კარგ თამაშს ველი.
ქ. გ.
18 იანვარი 2024 09:46
4
დღეს მოიგონ და ფინალში იქნება ლაციო გაიჩითოს თუ არადა ინტერია ეგეც არ მყავდეს მონსტრი რა
დონ დიეგო
18 იანვარი 2024 09:42
5
ჩემი აზრით ესეთ ფორმაში მყოფი ნაპოლი ვერც ამ ფიორენტინას გაცდება, მაგრამ თუ მაინც გაცდა და ფინალში გავიდა, იქ ინტერი გადაჯეგავსს!!! მონაგონი იქნება ის ანგარიში რა ანგარიშითაც ბოლოს მოუგო ინტერმა მარადონაზე!
მურთო
17 იანვარი 2024 21:23
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული