საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლი" და მისი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა.
"გუნდი ფორმაში არ არის, თუმცა ფეხბურთელები აჩვენებენ, რომ რაღაცების გაკეთება შეუძლიათ, კმაყოფილები არიან და თავს მსოფლიო ჩემპიონებად მიიჩნევენ.
ჩემზე ამბობენ, რომ დე ლაურენტისის წინააღმდეგი ვარ? ასე არაა. მისი მომხრე ვარ, როგორც მეწარმისა, მაგრამ ორჯერ მოწინააღმდეგე ვარ, როდესაც უნდა, მთავარი გმირი იყოს. მტკიცებულება: "მიწა დაწვა", რათა დაემტკიცებინა, რომ სკუდეტო მისი დამსახურებაა და არა სპალეტის და ჯუნტოლის. შედეგი? არც ერთმა შენაძენმა, რომლებიც მარტომ განახორციელა, არ გაამართლა. თუ აურელიო
კლინიკის მფლობელია, არ შეიძლება ამავდროულად ქირურგი იყოს".
რომ აღარ მოვყვე, თქვენ ძალიან კარგი ანალიზი გქონდათ ამასთან დაკავშირებით