ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა

AutoSharing Option
La Repubblica წერს, რომ "მილანი" რამდენიმე თვის წინ კლუბში დასაქმებას ლეგენდარულ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს სთავაზობდა.

როგორც იცით, პლანეტის პირველი ნომერი "როსონერის" მფლობელის, ჯენი კარდინალეს ახლო მეგობარია და "ლომბარდიელთა" დიდი გულშემატკივარია.

კარდინალეს სურდა, რომ "მილანის" რთული მდგომარეობის გამო ჯოკოვიჩი მისი პირადი მრჩეველი და გუნდის ფსიქოლოგიური მწვრთნელი გამხდარიყო, რომელიც ფეხბურთელებს მოტივაციას შემატებდა.

საბოლოოდ, "როსონერიში" მრჩევლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ნოვაკის ვარიანტის კარი ჯერ კიდევ ღიაა დარჩენილი და მასთან თანამშრომლობაზე უარზე არც შვედია, რომელიც ლეგენდარული ჩოგბურთელის ახლო მეგობარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული