როგორც იცით, პლანეტის პირველი ნომერი "როსონერის" მფლობელის, ჯენი კარდინალეს ახლო მეგობარია და "ლომბარდიელთა" დიდი გულშემატკივარია.
კარდინალეს სურდა, რომ "მილანის" რთული მდგომარეობის გამო ჯოკოვიჩი მისი პირადი მრჩეველი და გუნდის ფსიქოლოგიური მწვრთნელი გამხდარიყო, რომელიც ფეხბურთელებს მოტივაციას შემატებდა.
საბოლოოდ, "როსონერიში" მრჩევლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ნოვაკის ვარიანტის კარი ჯერ კიდევ ღიაა დარჩენილი და მასთან თანამშრომლობაზე უარზე არც შვედია, რომელიც ლეგენდარული ჩოგბურთელის ახლო მეგობარია.