სერიოზული პრობლემა - ტრავმირებულ და დაავადებულ ოსიმენს ნეაპოლში დაბრუნება უგვიანდება

AutoSharing Option
აფრიკის თასზე ფავორიტად მიჩნეული ნიგერიის ნაკრები ფინალში მოულოდნელად მასპინძელ კოტ-დ’ივუართან 1:2 დამარცხდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტმა ბოლა ახმედ ადეკუნლე ტინუბუმ ეროვნული გუნდი ლაგოსში მიიღო, ფეხბურთელები ორდენებით დააჯილდოვა და თითოეული მათგანი მიწის ნაკვეთით და ბინით დაასაჩუქრა.

ნიგერიელთა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ნაწლავური ინფექციით დაავადდა. SKY Sport-ის ცნობით, ის ოთხშაბათს ნეაპოლში ვერ დაბრუნდება, შაბათს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, გუნდს "ჯენოასთან" მატჩში ვერ დაეხმარება და "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მონაწილეობის მიღების
უფლებას იმ შემთხვევაში მისცემენ, თუ ჯანმრთელად იქნება.

"ნაპოლი" ისედაც ვერაა კარგ სიტუაციაში, ოსიმენის იმედი ჰქონდა და შეიძლება მან მომავალ მნიშვნელოვან შეხვედრებში ვერ იასპარეზოს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მთელ ტურნირზე თავდამსხმელი,რომ ერთ ბურთს გაიტანს????
ლაშა
12:03 15-02-2024
0
ნახევარი გუნდი არა ის ტო კარგი რა რა ფორმაშიც ეხლა არის ის ვერაფერს ვერ დაეხმარება ვერაფლიდ ერთი ჟანიდ სავსე ფეხბურთელია რომელმაც ალღო აუღო ბურთის გორაობას და გამოუვიდა ისიც ვიღაც ვიღაცეების დახმარებიდ სიმართლე არის ეს
კაკო
11:35 15-02-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული