კვარაცხელიას ახალი მეწყვილე "ნაპოლიში"? - ოსიმენის შემცვლელად "პარტენოპეიმ" მექსიკელი ფორვარდი შეარჩია

AutoSharing Option
CalcioNapoli24 წერს, რომ "ნაპოლიმ" ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი ნიდერლანდების ერედივიზიონიდან შეარჩია.

მოგეხსენებათ, დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონის ბოლოს "პარტენოპეის" ნიგერიელი ფორვარდი დატოვებს და თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ "ნაპოლი" "ფეიენოორდის" ფორვარდის, 22 წლის სანტიაგო ხიმენესის დამატებას შეეცდება.

როტერდამელთა მექსიკელი შემტევის სავარაუდო ღირებულებად 50 მილიონი ევრო სახელდება. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 24 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხიმენესი ნაპოლიში არ გადავა გაცილებით უკეთესი კლუბები ეპატიჟებიან!
rero
20 მარტი 2024 21:07
1
საქართველოს ჩემპიონატში მაინც მოეძებნა ვინმე ამ დე ლაურენტის, მაგას ხომ კაპიკს ვერ გააგდებინებ
gia
20 მარტი 2024 18:18
1
კოპი პეისტის ლომებო, ის მაინც დაგეგულათ და მიგწერეათ რომელ გუნდში თამაშობს
სიმართლე
20 მარტი 2024 12:29
17
მაშინ "ნაპოლი" "ფეიენოორდის" ფორვარდის, 22 წლის სანტიაგო ხიმენესის დამატებას შეეცდება.
თვალი გაახილე ლომო ეს არის კოპი ფეისთი :)))
grisha
20 მარტი 2024 17:07
0
ფეინოორდიო
გაგიკ ბოლო
20 მარტი 2024 14:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული