"როსონერიმ" 58 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის, ევროასპარეზზე დაბრუნებისა და სკუდეტოს მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა.
პიოლი "სან სიროზე" 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მუშაობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას "მილანში" პორტუგალიელი პაულო ფონსეკა ჩაანაცვლებს, რომელიც ახლა ფრანგულ "ლილს" ხელმძღვანელობს.