ფედელე: ხალხს ნუ ვატყუებთ, კონტე "ნაპოლის" სკუდეტოს ვერ მოაპოვებინებს

AutoSharing Option
ანტონიო კონტე დღეს დილით ტურინიდან ნეაპოლში ჩავიდა (იხ. ფოტო), სასტუმროში დაბინავდა, ახალ სპორტულ დირექტორთან, ჯოვანი მანასთან ერთად კასტელ ვოლტურნოს ბაზას ეწვია და პერსონალს გაეცნო. გულშემატკივრები რაღაც დიდის მოლოდინში არიან, მათ კი იმედები ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ გადაუწურა, რომელიც, როგორც წესი, რასაც ფიქრობს, ყველაფერს პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ლაპარაკობს - უმეტესად, სიმართლეს.

„კონტე სკუდეტოს მოგვაპოვებინებს? ძნელია. მოდით, ხალხის მოტყუებას თავი დავანებოთ! ახლა დიდი აჟიოტაჟია, რაც შეიძლება იმედგაცრუებამ შეცვალოს და კარლო ანჩელოტის ისტორია განმეორდეს. არის თუ არა „ნაპოლიში“ რომელუ ლუკაკუს, ხეფრენ ტიურამის და
ალესანდრო ბონჯორნოს გადმოსვლის შანსი? მხოლოდ მათი დამატებით ოქროს მედლებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია. შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოხერხდეს. კონტე ნეაპოლში იმიტომ ჩამოვიდა, რომ მისი სამსახური სხვა კლუბებმა არ ისურვეს. დიდი ფეხბურთელების შეძენაა საჭირო, ახალი გუნდია შესაქმნელი, რაც ადვილი არაა. უკმაყოფილოებმა გუნდი უნდა დატოვონ. ეს სიმართლეა და დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეტი, ფედელი! ნაპოლის სტაფს.
თომა
21:37 10-06-2024
2
თუ ინტერს რაიმე პრობლემები არ შეექმნა, ეჭვი მეპარება ვინმემ გაუწიოს კონკურენცია. მეორე ადგილი ძალიან მაგარი შედეგი იქნება.
სიმენონი
01:23 11-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული