გამოცდილი უკანახაზელი ბოლოს "რომაში" ასპარეზობდა, რომელთანაც კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახლდათ.
"პარტენოპეიში" უახლოეს საათებში ჩაირიცხება "ტორინოდან" ალესანდრო ბონჯორნო. კლუბი ახლოს არის რომელუ ლუკაკუს დამატებასთანაც.
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტე ფედერიკო კიეზას დამატებასაც გეგმავს, რომლის გაშვებასაც "იუვენტუსი" აპირებს.