სიტუაცია მძიმეა - დე ლაურენტისს და კონტეს ოსიმენი ხელში შერჩათ?

AutoSharing Option
სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე "ნაპოლი" და პსჟ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

პსჟ-მა უარი თქვა გარიგებაში ნახევარმცველ კან-ინ ლის ჩართვაზე, ნიგერიელში გამოსასყიდის (120-130 მილიონი ევრო) გადახდას არ აპირებენ და ისეთი ვითარებაა, რომ მხარეები ვერ მორიგდებიან.

აგრეთვე აღნიშნულია, რომ პარიზელები თავიანთი თავდამსხმელებით - რანდალ კოლო მუანით და გაბრიელ რამუშით კმაყოფილები არიან.

მწვრთნელ ანტონიო კონტეს სასწრაფოდ უნდა რომელუ ლუკაკუ თავის გუნდში გადაიყვანოს, მაგრამ ვიდრე ოსიმენის საკითხი არ გადაწყდება, ამას ვერ შეძლებს. ერთი სიტყვით, არაა გამორიცხული, ვიქტორი ვერსადაც ვერ წავიდეს და
კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, მისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული წლიური გასამრჯელოს, 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კონტეს გაცხადებული აქვს ძირითადი სათამაშო სქემა - ( 3-4-2-1). დაცვის სამეული ბონჯორნოს და მარინის შეძენით საკმაოდ ხარისხიანად დააკომლექტა (გეგმაშია ერმოსოც). შეტევის ფაზა თანაბრად და მრავალფეროვნად ნაწილდება ცხრიანსა და ვინგერებთან ერთად ფლანგის ნახევარმცველებზე. ვინგერების როლი აქ ძალიან ფასეულია. ძირითადი იმედი რა თქმა უნდა ხვიჩაზეა. მარჯვნიდან პოლიტანო ან რასპადორი შეუწყვილდება(ნაკლებად აქვს ნგონგეს იმედი). სხვათაშორის რასპადორის ეძლევა შანსი მეტად გაიხსნას (არის კიეზას ვარიანტიც). ის შეიძლება დროდადრო ცხრიანზეც გამოიყენოს საჭიროებისამებრ, მაგრამ პოლიტანოს ადგილას თუ ათამაშდება, წესით მას მეტი სათამაშო პოტენციალი აქვს. ფლაგებიდან სპინაცოლა-დი ლორენცო ამ სქემაში იდეალურად გამოიყურება. მათთვის შეტევაში ჩართვა არ არის უცხო და საჭიროებისამებრ შეუძლიათ მარტივად გადაეწყონ 5 მცველზე. ლობოტკას როლი არ იცვლება, მისი საქმეა - ლოჯისტიკა, ხაზებს შორის კავშირი, ბურთის ჩვეული კონტროლი და დისპეჩერობა. ანგისას ძირითადი ფუნქცია სათამაშო დრაივის უზრუნველყოფაა. თუ ამ ჩანაფიქრს კონტემ თავისი შეუპოვრობით ხორცი შეასხა, ძალიან ბრძოლისუნარიანი და საინტერესო გუნდი უნდა გამოუვიდეს, რომელმაც წესით მრავალფეროვნად უნდა შეუტიოს როგორც ფლანგებიდან, ისე ვერტიკალურად. კონტეს გუნდებს ახასიათებს მკაცრი სათამაშო დისციპლინა, თუ შეიძლება ასე თქმა - მეტი დემოკრატიულობაც კი. ასე რომ ოსიმენის ადგილი ამ გუნდში საეჭვოა. და ბოლოს, კრეატივისა და გუნდის "ტვინი"-ს პასუხისმგებლობას კონტე ცალსახად ხვიჩას აკისრებს. მის გარეშეც დადებენ ალბათ კარგ შედეგს, მაგრამ დიდი მიზნებისათვის ბრძოლა ხვიჩასნაირი ბიჭების გარეშე არ არსებობს - რაც კონტემ შესანიშნავად იცის, ვაი "კვალიფიციურ" ხალხთაგან განსხვავებით.
ამატაკი
14:50 23-07-2024
0
ერთი სიტყვით ლაურენტისსაც უნახეს მომენტი და რაც შეიძლება მტკივნეულად აწვებიან "მაზოლზე". მაგრამ მაინც აქვს გამოსავალი: ადგება და არაბებს შეტენის. აი ისინიც თუ გაუჩალიჩებენ, მაშინ ნაღდად მიართმევენ იმას, რასაც მისი არაკაცური ხრიკებით ნაღდად იმსახურებს : შეეტენება ეს 10 მლნ. ხელფასით ნიგერიელი, რომელიც დარწმუნებით არ მოიშლის ამ გუნდში "პრიმადონობას". რასაც კონტე არ გაუტარებს შანსი არაა. ის რასაც კონტე აკეთებს, ოსიმენს არ ითვალისწინებს. ის ე.წ. "ერთი შეხების" ფორვარდია, რომელიც ბაზარზე საკმაოდ ფასობს, მაგრამ არაა ძალიან მოთხოვნადი, ანუ უხეშად რომ ვთქვათ არაა "ფართო პროფილის". მას არც პასი აქვს და მითუმეტეს არც დრიბლინგი. კონტეს სჭირდება მოაზროვნე ფორვარდი, რომელსაც შეუძლია უბურთოდ სარგებლის მოტანა, სივრცეების შექმნა, საჭირო დროს ბურთის დაჭერა - ერთი სიტყვით მუშა, თავდახრილი, ამტანი ცხრიანი. ამ დახასიათებას იდეალურად შეესაბამება ლუკაკუ და ამიტომაც ითხოვს დაჟინებით. ხვიჩასთვის ის ზედგამოჭრილი პარტიორი შეიძლება იქცეს. სწორედ ამიტომ არც კი განიხილავს მის ტრანსფერს, მეტიც - კონტრაქტამდე ერთერთ პირობად ჩამოართვა ლაურენტისს.ვისზეც არის რეალური მოთხოვნა კი ვხედავთ, როგორ ითხოვდნენ ფრანგები კვარას, ხურდაში ოსიმენიც კი მიჰყავდათ. ეხლა კი მის ფასში თუ დაითრევენ ნიგერიელს კიდევ ჰო, სხვაგვარად მის სუპერვარსკვლავობაზე ზღაპრები ლაურენტისმა მოუყვეს ნაპოლის ფანობას,მაგისთვის დიდ ფულს არავინ სერიოზული არ გადაიხდის.
ამატაკი
13:49 23-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული