კონტე დაცვას კიდევ უფრო აძლიერებს - კვერნაძის თანაგუნდელი კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლასთანაა ახლოს

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ფროზინონეს" 24 წლის ნახევარმცველი მარკო ბრეშიანი, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია, "ნაპოლიში" გადასვლასთანაა ახლოს.

"პარტენოპეის" ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ფეხბურთელის აგენტს შეხვდა და მოლაპარაკებებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატების ინტერესს "ფიორენტინა" და "ატალანტაც" იჩენენ, თუმცა ფავორიტი კვარაცხელიას გუნდია, რომელიც ყაბულს 12 მილიონის გადახდასაა.

ბრეშიანიზე უფლებებს "მილანიც" ფლობს, რადგან ფეხბურთელი სწორედ "როსონერის" აღზრდილია და "ლომბარდიელები" შემდეგი გაყიდვიდან 50%-საც მიიღებენ.

ბრეშიანიმ გასულ სეზონში სერია A-ს 36 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა და ახალგაზრდა მოთამაშე მართლაც "ნაპოლიში" აღმოჩნდა, ალესანდრო ბონჯორნოსა და რაფა მარინის შემდეგ ეს ანტონიო კონტესთვის მესამე დამატებული მცველი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული