5 წლის შემდეგ - რაბიო ტურინის "იუვენტუსს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
28 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც უკვე ყოფილ კლუბსა და ფანებს დაემშვიდობა.

მან "ვეკია სინიორაში" გატარებული 5 წლისთვის ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც გვერდში ედგა და როგორც ხდება ხოლმე, შემდგომში წარმატება უსურვა.

რაბიომ "ბებერი ქალბატონის" ფორმა ჯამში 212 შეხვედრაში მოირგო, სადაც 22 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

რაბიოს სახელს, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, პრემიერლიგის კლუბებს უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული